''შვილებს შენს მაგალითზე გავზრდით'' - ''დინამოსა'' და ''ტორპედოს'' ქომაგების სამაგალითო ჟესტი
Aa
Aa

''შვილებს შენს მაგალითზე გავზრდით'' - ''დინამოსა'' და ''ტორპედოს'' ქომაგების სამაგალითო ჟესტი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურში თბილისის ''დინამოსა'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' დაპირისპირებისას თბილისური გუნდის ქომაგთა კლუბმა ''ელიტამ'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' გულშემატკივართა გუნდმა ტრიბუნაზე ბანერები გამოფინეს შემდეგი წარწერებით: ''არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული,'' ''არჩილ ტატუნაშვილი - შვილებს შენს მაგალითზე გავზრდით.''

2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, მომდევნო დღეს ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით ტატუნაშვილს საავადმყოფოში გადაყვანისას სცემეს, ხოლო როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, ტატუნაშვილი ციხეში გარდაცვლილი მიიყვანეს.

თბილისის ''დინამოსა'' და ქუთაისის ''ტორპედოს'' დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, კახა კაჭარავას გუნდმა ქართული დერბი ბუდუ ზივზივაძის დუბლით მოიგო.

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები