ვიალი:
Aa
Aa

ვიალი: "კონტე ჩელსიდან წასვლას მოუთმენლად ელის"

პრემიერლიგის გასულ ტურში „სტემფორდ ბრიჯზე“  ლონდონური დერბი გაიმართა - „ჩელსიმ“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. შედეგად, „არისტოკრატებს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი ფაქტიურად დაკარგული აქვთ.

„ჩელსიში“ ანტონიო კონტეს დღეები დათვლილია და ამას ყველა ხვდება.

ლონდონელთა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ კონტეს შესახებ Sky Sports-თან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„კონტე ჩელსიდან წასვლას მოუთმენლად ელის. ის ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ კლუბის ხელმძღვანელები მასთან შეთანხმების გარეშე მოთამაშეებს ყიდულობენ, ან ყიდიან.

სიმართლე ის გახლავთ, რომ ხელმძღვანელებს ისეთი მწვრთნელის ხილვა სურთ, რომელიც გუნდზე უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული და ინდივიდუალურ საკითხებს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

კონტე სავარაუდოდ იტალიის ნაკრებს, ან „პსჟ“-ს ჩაიბარებს. ის, იქ იმუშვებს სადაც რაღაც მნიშვნელოვანის მოგებას კვლავ შეძლებს.

შეიძლება ითქვას, რომ კონტეს მსურველების რიგი უდგას“.

ბრიტანული პრესა აქტიურად წერს, რომ იტალიელ სპეციალისტს „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები