Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" "ფენიქსს" მოუგო, ზაზა კვლავ სათადარიგოა

გამთენიისას ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო „გოლდენ სტეიტმა“. „მეომრებმა“ ამჯერად დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი - „ფენიქს სანსი“ დაამარცხეს 10 ქულიანი სხვაობით 117-110.

შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო ზაზა ფაჩულია, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 დაფარება მოაგროვა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„უორიორსს“ კევინ დურანტმა ულიდერა 29 ქულითა და 11 მოხსნით. ტრამვის შემდეგ დაბრუნებულმა კლეი ტომპსონმა გუნდს 23 ქულა შესძინა, ორმაგი დუბლი მიითვალა დრეიმონდ გრინმა - 13 ქულა, 12 გადაცემა.

არიზონელთა რიგებში მარკის კრისი გამოირჩა 22 ქულით. ასევე 22 ქულა მიითვალა ჯოშ ჯექსონმა. სათადარიგო სკამიდან 16 ქულა ჩაიწერა აქტივში დანუელ ჰაუსმა.

„გოლდენ სტეიტი“ 56 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები