Aa
Aa

ქვილითაიას წვლილი ''მატერსბურგის'' რბევაში

ავსტრიის ბუნდესლიგის 28-ე ტურში ''მატერსბურგი'' შინ 2:4 დამარცხდა ვენის ''რაპიდთან.'' საწყის 37 წუთში ''რაპიდმა'' ოთხი გოლი შეაგდო, მესამე გოლისას 28-ე წუთზე საგოლე პასი გიორგი ქვილითაიამ შეასრულა.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი ვენური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 66-ე წუთზე შეცვალეს. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდს ამჯერად გოლი არ გაუტანია, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 6 საგოლე გადაცემაა.

ავსტრიის 10-გუნდიან ჩემპიონატში ''რაპიდი'' 46 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან ''შტურმს'' 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები