Aa
Aa

გიორგი პაპუნაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

თბილისის გრან პრის დასკვნით მე-3 დღეს გიორგი პაპუნაშვილი -90კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბრაზილიელ რაფაელ მაჩედოს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი იწვნია.

პაპუნაშვილმა საკმაოდ აქტიურ სტილში იჭიდავა და შიდოთი დაწინაურდა კიდეც, თუმცა დამატებით დროში მაჩედოს მეტი ენერგია აღმოაჩნდა და ვაზარით ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრან პრის პირველ ორ დღესქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვეს. 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ დანიელ კერგნინს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოჭიდავემ დამატებით დროში "ოქროს ქულით" იმარჯვა.

73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა და 3 შიდოთი გაიმარჯვა.

ოქროს მედლისთვის კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა (81) იჭიდავა, რომელმაც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი ანრი ეგუტიძე ულამაზეს სტილში დაამარცხა.

ცხელი ამბები