Aa
Aa

მე-4 ოქრო! კირაკოზაშვილმა ულამაზეს სტილში გაიმარჯვა

ოქროს მედლისთვის კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა თამაზ კირაკოზაშვილმა (81) იჭიდავა, რომელმაც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველი ანრი ეგუტიძე ულამაზეს სტილში დაამარცხა.

კირაკოზაშვილმა მეტოქეს ბრწყინვალედ შებოჭა და მას არანაირი შანსი არ დაუტოვა.

საბოლოოდ, ეს გახლდათ საქართველოს ნაკრბეის მე-4 ოქროს მედალი, რომელიც თბილისის გრან პრის მე-2 დღეს მოვიპოვეთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა და 3 შიდოთი გაიმარჯვა.

პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

60 კგ. წონით კატეგორიაში სანამ ფინალური შეხვედრა შედგებოდა, ბრინჯაოს მედლები ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ დაისაკუთრეს. აი ფინალში კი, ლუხუმ ჩხვიმიანი ამირან პაპინაშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დაამარცხა.

66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ დანიელ კერგნინს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოჭიდავემ დამატებით დროში "ოქროს ქულით" იმარჯვა.

ცხელი ამბები