17 წლის მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
Aa
Aa

17 წლის მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

31 მარტს თბილისის გრან პრის მე-2 დღეს ქალთა შორის 17 წლის მარიამ ჭანტურიამ (-70კგ) თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჭანტურიას მეტოქე გერმანელი შაუნდრა დიედრიჩი იყო, რომელიც ახალგაზრდა ქართველმა დამატებით დროში ორი გაფრთხილებით დაამარცხა.

თბილისის გრან პრიზე მარიამ ჭანტურიას მედალი ქალთა შორის საქართველოს ნაკრებისთვის პირველია.

შეგახსენებთ, რომ დღეს 73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა და 3 შიდოთი გაიმარჯვა.

გამოყენებულია Georgian Judo Federation-ის ფოტომასალა.

ცხელი ამბები