Aa
Aa

თბილისის გრან პრი - II დღე: ქართული ფინალი და შავდათუაშვილის ოქროს მედალი

31 მარტს თბილისის გრან პრის მე-2 დღეს 73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდა.

შავდათუაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო და 3 შიდოთი ლოგიკურ გამარჯვებამდეც მიიყვანა.

დღეს, ასევე 81კგ-ში თამაზ კირაკოზაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ნუგზარ ტატალაშვილი კი და კობა მჭედლიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

60 კგ. წონით კატეგორიაში სანამ ფინალური შეხვედრა შედგებოდა, ბრინჯაოს მედლები ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ დაისაკუთრეს. აი ფინალში კი, ლუხუმ ჩხვიმიანი ამირან პაპინაშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დაამარცხა.

66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ დანიელ კერგნინს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოჭიდავემ დამატებით დროში "ოქროს ქულით" იმარჯვა.

ცხელი ამბები