Aa
Aa

2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - თბილისის გრან-პრის ქართული დასაწყისი

ძიუდოში თბილისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენების დომინაციის ფონზე დაიწყო და 60 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალი ჩვენი გუნდის წევრებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, 66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველობა არავის დაუთმო.

60 კგ. წონით კატეგორიაში სანამ ფინალური შეხვედრა შედგებოდა, ბრინჯაოს მედლები ლაშა ჩადუნელმა და თემურ ნოზაძემ დაისაკუთრეს. აი ფინალში კი, ლუხუმ ჩხვიმიანი ამირან პაპინაშვილს დაუპირისპირდა და დამატებით დროში დაამარცხა.

66 კგ.-ში ვაჟა მარგველაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრა ბრაზილიელ დანიელ კერგნინს შეხვდა და საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა. ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და ქართველმა მოჭიდავემ დამატებით დროში "ოქროს ქულით" იმარჯვა.

დასაწყისი შესანიშნავია, ჯერი კი ხვალინდელ მატჩებზეა. 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ომარ ნიაზაშვილი, ფრიდონ გიგანი და ზვიად კაპანაძე იჭიდავებენ. 81 კგ.-ში ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი გამოვლენ, ხოლო ქალთა შორის 63 კგ.-ში მზია ბებოშვილი, 70 კგ.-ში კი ელისო სისაური და მარიამ ჭანტურია .

ცხელი ამბები