Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

სან ანტონიო - ოკლაჰომა 103 - 99

საკალათბურთო ასოციაციაში გასული ტურის ცენტრალური მატჩი ტეხასში გაიმართა, სადაც „სან ანტონიომ“ „ოკლაჰომა“ 4 ქულიანი სხვაობით 103-99 დაამარცხა.

„სპურსს“ ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 25 ქულითა და 11 მოხსნით. 7 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა ჩაიწერა აქტივში დეჟანტე მარიმ. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს დენი გრინმა.

„თანდერის“ მხრიდან პოლ ჯორჯი გამოირჩა 26 ქულით. ორმაგი დუბლიი მიითვალა რასელ ვესტბრუკმა - 19 ქულა, 11 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს რეიმონდ ფელტონს.

„სპურსი“ 44 მოგებითა და 32 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება.

დეტროიტი - ვაშინგტონი 103 – 92

საინტერესო დაპირისპირება გაიმართა დეტროიტში, სადაც „პისტონსმა“ „ვაშინგტონი“ დაამარცხა.

„პისტონსმა“ უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 32-17 მოიგო.

„დეტროიტს“ ანდრე დრამონდმა ულიდერა 24 ქულითა და 23 მოხსნით. ენტონი ტოლვირმა გუნდს 14 ქულა შესძინა, ხოლო რეჯი ჯექსონმა 13 ქულას მოუყარა თავი.

„ჯადოქრების“ მხრიდან ბრედლი ბილი გამოირჩა 15 ქულით.  ორმაგი დუბლი მიითვალა მარჩინ გორტატმა - 10 ქულა, 12 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა შესძინა გუნდს კელი უბრე ჯუნიორმა.

„დეტროიტი“ 35 მოგებითა 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

გოლდენ სტეიტი - მილოუკი 107 – 116

ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო მოქმედმა ჩემპიონმა - „გოლდენ სტეიტმა“. „უორიორსი“ ამჯერად იანის ანტეტეკუნპოს „მილოუკისთან“ დამარცხდა 9 ქულიანი სხვაობით 107 – 116.

„მეომრებს“ ვერც ტრამვამოშუშებულმა კევინ დურანტმა და დრეიმონდ გრინმა უშველეს. კევინი მეორე მეოთხედის ბოლოს გააძევეს და შეხვედრა 10 ქულით დაამთავრა. რაც შეეხება დრეიმონდს, 28 წლის მძიმე ფორვარდმა შეხვედრა 11 ქულითა და 6 გადაცემით დაასრულა.

„უორიორსს“ ქუინ კუკმა ულიდერა 30 ქულით. 12 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯავალ მაკგიმ.

„ხარირმების“ მხრიდან იანის ანტეტეკუნპო გამოირჩა 32 ქულით. 23 ქულა შესძინა გუნდს კრის მიდელტონმა, ერიკ ბლედსოუმ კი 20 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„მილოუკი“ 40 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

სხვა მატჩების შედეგები

მაიამი - ჩიკაგო 103 – 92

საკრამენტო - ინდიანა 103 - 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები