შვილიშვილზე დადებული ფსონი და მოგებული 17000 ფუნტი
Aa
Aa

შვილიშვილზე დადებული ფსონი და მოგებული 17000 ფუნტი

იტალიასთან მატჩში 71 წუთზე მოედანზე ჯესი ლინგარდის ნაცვლად მინდორზე ლუის კუკი ვიხილეთ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ამ ცვლილების შემდეგ „ბორნმუთის“ ნახევარმცველის ბაბუის 2014 წელს დადებული 500 ევროიანი ფსონი გამართლდა და 17000 ფუნტი მოიგო.

ტრევორ ბურლინგემმა, ლუისის ბაბუამ, ბრიტანეთში საკმაოდ ცნობილ საბუკმეკერო კანტორაში - “William Hill”-ში ფსონი მაშინ დადო, როდესაც მისი შვილიშვილი სათამაშოდ.  „ლიდსში“ გადავიდა.

ტრევორმა 500 ევრო განათავსა პოზიციაზე, რომელიც ვარაუდობდა, რომ ლუის კუკი 26 წლამდე მოახერხებდა ინგლისის ნაკრების ფორმით მინდორზე გამოსვლას.

საინტერესოა, რომ ბუკმეკერებმა მისი შანსები საკმაოდ დიდი კოეფიციენტით - 34.0-ით შეაფასეს.

ბურლინგემის გამარჯვებას გამოაეხმაურა “William Hill“-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და განაცხადა: „ლუისი საოცარ ფორმაში იმყოფება და გასაკვირი სულაც არ ყოფილა მისი ნაკრებში მოხვედრა. ვულოცავთ მთელ ოჯახს მოგებას და ძალიან გაგვიხარდება, თუ კუკი რეგულარულად განაგრძობს ნაკრებში თამაშს“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ბრიტანეთში რამდენჯერმეა დაფიქსირებული.

ედი კირკლენდმა, რომელიც „ლივერპულის“ კიპერის კრის კირკლენდის მამა გახლდათ, 100 ფუნტით 10000 მოიგო, როდესაც ფსონი 12 წლის კრისის ნაკრებში მოხვედრაზე განათავსა

ასევე „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ჰარი უილსონმა, 125.000 ფუნტი მოაგებინა ბაბუას, რომელმაც ჯერ კიდევ შვილიშვილის დაბადებიდან 18 თვის გასვლის, შემდეგ დადო 50 ფუნტი იმაზე, რომ იგი უელსის ნაკრებში ითამაშებდა.

 რაიან ტანიკლიფის მამამ კი 100 ფუნტით 10000 ფუნტი მოიგო, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მან ფსონი ნაკრების ნაცვლად მისი შვილის „მანჩესტერში“ თამაშზე განათავსა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები