Corriere della Sera: Suning Group-ი
Aa
Aa

Corriere della Sera: Suning Group-ი "ინტერის" აქციებს ყიდის!..

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ჩინური კომპანია Suning Group-ი მილანის „ინტერის“ გაყიდვას აპირებს.

აღნიშნული კომპანია „ნერაძურის“ აქციათა 68.55% ფლობს, რომლის სანაცვლოდაც 600 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ირკვევა, ჯერჯერობით ამ თანხის გადამხდელი არცერთი კომპანია ან პიროვნება არ არსებობს. თუმცა ჩინელები მყიდველის ძებნას აგრძელებენ, რადგანაც აქციათა საკონტროლო პაკეტის გაყიდვა გადაწყვეტილი აქვთ და თანხის ჩადებას სხვა პროექტში აპირებენ.

Corriere della Sera-ს ვარაუდით, 600 მილიონად აქციათა ასეთი ნაწილის გასხვისება რთული იქნება. მაგალითად შეგვიძლია ის მოვიყვანოთ, რომ გასულ წელს „მილანის“ აქციათა 99.93%, 700 მილიონის სანაცვლოდ გაიყიდა, თანაც ამ თანხაში ინვესტიციებიც შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერის“ პრეზიდენტად ინდონეზიელი ერიკ ტოჰირი რჩება, რომელსაც კლუბის აქციათა 31.05% ეკუთვნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები