რეალური მიზეზი, რის გამოც
Aa
Aa

რეალური მიზეზი, რის გამოც "იბრამ" "მანჩესტერი" დატოვა

36 წლის შვედმა თავდამსხმელმა 2016-17 წლების სეზონის ბოლოს მყესის სერიოზული ტრამვა მიიღო, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ზლატანმა ოპერაცია „პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის ცენტრში“ ჩაიტარა. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო პერიოდი ნოემბერში დასრულდა, იბრაჰიმოვიჩმა „წითელ ეშმაკებში“ მხოლოდ 5 შეხვედრა ჩაატარა და გასულ კვირას “MLS“-ის გუნდს - „ლოს-ანჯელეს გალაქსის“ მიაშურა.

ზლატანი ახალ „ლომურ“ რეკლამაში გადაიღეს

საინტერესოა, რომ ზლატანმა „იუნაიტედი“ სწორედ მაშინ დატოვა, როდესაც „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. როგორც შვედი ვარსკლავის ექიმი ფრედი ფუ ჰო-კუენი აცხადებს იბრაჰიმოვიჩს წასვლა სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გადააწყვეტინა:“ზლატანს და ჟოზეს იდეალური ურთიერთობა აქვთ. მას მანჩესტერიც“ ძალიან უყვარს და ტრამვის მიღებამდე გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელიც იყო. თუმცა „იუნაიტედში“ იბრაჰიმოვიჩი ტიტულების მოსაპოვებლად და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მივიდა, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ „სევილიასთან“ მარცხმა უდიდესი როლი ითამაშა ზლატანის წასვლაში“.

„იუნაიტედი“ პრემიერლიგაში „სიტის“ ვეღარ დაეწევა, შეიძლება მათ ასოციაციის თასი მოიგო,ნ მაგრამ დამეთანხმებით, რომ ჩემპიონთა ლიგა გაცილებით პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირია, ვიდრე ასოციაციის თასი, განსაკუთრებით ზლატანისთვის, რომელსაც თითქმის ყვლაფერი აქვს საკლუბო დონეზე მოგებული. ამიტომ ვფიქრობ, „მანჩესტერი“ ესპანურ გუნდს რომ გამცდარიყო ზლატანს „ოლდ ტრაფორდზე“ სეზონის ბოლომდე აუცილებლად ვიხილავდით“.

ფუმ კატეგორიულად უარყო სარეაბილიტაციო პერიოდში არსებული პრობლემების შესახებ გავრცელებული ჭორები და განაცხადა: „ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ზლატანი სრულად გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ 100 პროცენტით მზადაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები