Aa
Aa

"მჯერა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს" - ნოიერმა ვარჯიში განაახლა!

მანუელ ნოიერმა თავისი 32-ე დაბადების დღეს „ბაიერნის“ ბაზაზე ვარჯიშის განახლებით აღნიშნა.

ეს სასიამოვნო სიახლე გერმანიის ნაკრების ქომაგებმა ახლახანს შეიტყვეს.

„ბუნდესტიმის“ თავკაცი იოაჰიმ ლიოვი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ნოიერი მუნდიალზე ითამაშებს.

სამშაბათს, ნოიერი პირველ გუნდს შეუერთდა და ვარჯიში განაახლა. „ბაიერნის“ ოფიციალურმა twitter-ის გვერდმა თავის გოლკიპერს პოსტი მიუძღვნა: „გილოცავ დაბადების დღეს ჩვენო ნომერო პირველო. ჩვენი კაპიტანი სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა“.

ნოიერის დაბრუნებას გერმანიის ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვიც გამოეხმაურა.

სამშაბათს საწვრთნელ ბაზაზე ჩემთან ნოიერი მოვიდა და მასთან ერთად ენდი კიოპკე (მეკარეების მწვრთნელი) და მიულერ-ვოლფარტი (ფიზმომზადების მწვრთნელი) იყვნენ, რომლებთანაც საკმაო ხანს ვისაუბრე. საბოლოოდ დავასკვენით, რომ მანუელი 100%-ით დაბრუნდა. ის სათამაშოდ მზადაა.

იგეგმება, რომ ნოიერი სეზონის ბოლომდე „ბაიერნის“ რიგებში რამდენიმე მატჩს ჩაატარებს.

საწყის ეტაპზე ის ბოლომდე არ დაიხარჯება, რადგან ჩვენ მისი სრულ მზადყოფნაში ხილვა გვსურს. თავდაპირველად ვარჯიშებზე ნოიერი 90%-ით დაიხარჯება, შემდეგ კი ყველაფერს 100%-ით შეასრულებს. ზედმეტად გარისკვა არ ღირს.

ვარჯიშების დროს მანუელს დიდ ყურადღებას დავუთმობთ და შევეცდებით, რომ ზედმეტად არ დავტვირთოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს“.

მანუელ ნოიერი სავარაუდოდ ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრებს ითამაშებს და დიდი ალბათობით, „ბაიერნს“ იმ დროისთვის ჩემპიონობა გაფორმებული ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები