სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა
Aa
Aa

სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

ნიუ იორკის სასამართლომ, გუშინ, ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის საქმე განიხილა და განაჩენი გამოიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხურციძეს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა და იგი პატიმრობაში დარჩება. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი და გადამწყვეტი პროცესი 4 ივნისსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, ნიუ იორკში, 15 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის ხურციძეც იყო და მას ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართველ მოკრივეს ბრალად რუსულ კრიმინალურ სინდიკატთან კავშირი ედება.

ასევე იხილეთ - ავთანდილ ხურციძის ემოციური წერილი ციხიდან

ცხელი ამბები