დელ პოტრო მაიამიშიც დამაჯერებელია
Aa
Aa

დელ პოტრო მაიამიშიც დამაჯერებელია

მაიამიში წლის მე-2 მასტერსის სერიის ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ტურნირის მთავარი ფავორიტი ხუან მარტინ დელ პოტრო.

არგენტინელმა ჩოგბურთელმა გათამაშების 1/8 ფინალში სერბ ფილიპ კრაინოვიჩს მარტივად 6:4 6:2 მოუგო და შემდეგ წრეში მილოშ რაონიჩზე გავიდა. თავის მხრივ გიგანტმა კანადელმა ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგობა ასევე 2 სეტში 6:3 6:4-ით დაძლია.

შემდეგ რაუნდში ითამაშებენ კევინ ანდერსონი, პაბლო კარენო-ბუსტა, ჰიონ ჩუნი, ბორნა ჩორიჩი და ალექსანდრ ზვერევი.

ახალგაზრდა გერმანელმა ახალი თაობის კიდევ ერთ ტალანტ ნიკ კირგიოსს 2 სეტში 6:4 6:4 აჯობა.

დღეს 1/4 ფინალური სტადიის ორი შეხვედრა ჩატარდება. თბილისის დროით 23 საათიდან კორტზე ჰიონ ჩუნი და ჯონ იზნერი გამოვლენ, ხოლო ღამის 5 საათზე მილოშ რაონიჩი ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები