სტივენსი და აზარენკა ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდებიან
Aa
Aa

სტივენსი და აზარენკა ერთმანეთს 1/2 ფინალში შეხვდებიან

მაიამის მასტერსზე ქალთა შორის პირველი ორი ნახევარფინალისტი სლოუნ სტივენსი და ვიქტორია აზარენკა გახდნენ. სტივენსმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ანგელიკ კერბერი 6:1 6:2-ზე გაანადგურა და შემდეგ რაუნდში სწორედ აზარენკას შეხვდება.

ბელარუსმა ვარსკვლავმა, რომელიც წინა წელს დედა გახდა, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას 4-დან მესამე ურთიერთშეხვედრა მოუგო. ვიკამ პირველი სეტი 7:5-ზე აიღო, ხოლო მეორე პარტიაში 6:3 იმარჯვა.

დღეს დარჩენილი 1/4 ფინალური შეხვედრებია. 21 საათიდან ელენა ოსტაპენკო ელინა სვიტოლინას შეხვდება, ღამის 3 საათზე კი ამერიკულ წყვილში უძლიერესს ვენუს უილიამსი და მისი ახალგაზრდა თანამემამულე დანიელე როუზ კოლინზი გაარკვევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები