იტალიელი ჯორჯ ბესტი - ჯიჯი მერონის გასაოცარი ისტორია

სიახლე 18.02.2019
A+ A- 00:08

მათ, ვისაც მერონის თამაში ახსოვთ, იტალიელს უდავოდ საფეხბურთო გენიოსად მიიჩნევენ. ლუიჯი ჩაცმულობით, თამაშის სტილით და თმის ვარცხნილობითაც კი ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას - ჯორჯ ბესტს წააგავდა.

„ტორინოს“ უინგერი იმ მოთამაშეთა სიაშია, რომლებმაც „კატენაჩოს“ დაცვით სქემას სისუსტე უპოვეს და აღნიშნული სტილის მიმდევარ გუნდებს სერიოზულ პრობლემები შეუქმნეს.

მერონი კულტურული სიმბოლო იყო, რომელიც მაშინდელ საზოგადოების ხშირი კრიტიკის ობიექტი გახლდათ. ჯიჯი ორ სკანდალში გაეხვა, პირველი - ფეხბურთელი დაქორწინებულ მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა და მეორე - 1966 წლის მსოფლიოზე მან უარი თქვა თმის შეჭრაზე და მუნდიალზე მაშინდელი საფეხბურთო სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელი ვარცხნილობით გამოჩნდა.

მერონის მიმართ პრესაში კრიტიკა არასდროს წყდებოდა, იტალიელი ამ ყველაფერს ხუმრობით ხვდებოდა, ხანდახან ჯიჯი მამალთან ერთად სეირნობდა და კომოს ტბაზე მისთვის საცურაო კოსტუმის მიღებას ცდილობდა.

მერონი იტალიური ფეხბურთის ბალოტელი და კასანო ჯერ კიდევ 60-იან წლებში იყო.

ამ დღეს „ტორინომ“ „სამპდორია“ 4-2 დაამარცხეს, მეგობრებმა კი გამარჯვების აღნიშვნა ქალაქის ბარებში გადაწყვიტეს. ისინი საკმაოდ განიერ „კორსო რე უმბერტოს“ კვეთდნენ, როდესაც სწრაფად მომავალი მანქანის გამო შუა ქუჩაში გაჩერდნენ. ინსტინქტურად ფეხბურთელებმა უკან დაიხიეს, მაგრამ საუბედუროდ მომავალმა „ფიატის კუპემ“ მათ გზა ვერ აუქცია და მერონის ისეთი სიჩქარით დაეჯახა, რომ უინგერი ჰაერში ააგდო. რამდენიმე წამში, ჰაერში მყოფ მერონის მოწინააღმდეგე მხრიდან მომავალი მანქანაც შეეჯახა და ქუჩის ბოლომდე ათრია. ლუიჯი მოგვიანებით საავადმყოფოში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

„ფიატის“ მძღოლი ატილიო რომერო, „ტორინოს“ ქომაგი და მერონის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო. მის სახლში ყველგან გუნდის დროშები და ჯიჯის პოსტერები იყო გამოკრული. როგორც მაშინდელი პრესა იტყობინება მანქანის საქარე მინაზეც კი მერონის პოსტერი იყო გაკრული...

რომეროსთვის, ეს დღე 50 წლის შემდეგაც გუშინდელივითაა: “ყველაფერი იდეალურად მახსოვს, ჩემს სახლთან ახლოს ვიყავი და წინ მიმავალი მანქანის გადასწრება გადავწყვიტე. უეცრად ქუჩის შუაში ორი ფეხით მოსიარულე შევნიშნე, ერთ-ერთმა მათგანმა უკან ნაბიჯი გამოდგა და პირდაპირ ჩემს მანქანას შეეჯახა.... მაშინვე გავაჩერე და სასოწარკვეთილი გადმოვხტი, მაგრამ რა ვიცოდი რომ უარესი წინ მელოდა, დაზარალებულის დანახვისთანავე გავფითრდი, გული გამიჩერდა და თითქოს ცხოვრების რაღაც ნაწილი წამერთვა, ჩემს წინ იმ ადამიანის სხეული ეგდო, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვაღმერთებდი“.

ქომაგებისთვის ჯიჯი კერპი იყო, რომელიც სიგიჟემდე უყვარდათ. ამის ნათელი დადასტურება ქალაქში გამართული პროტესტია, რომლის მთავარი განმაპირობებელი მიზეზიც მერონის „ტორინოდან“ „იუვენტუსში“ სავარაუდო ტრანსფერი იყო.

პროტესტში „ფიატის“ ქარხნების მუშებიც ჩაერთვნენ, რომელთა უმრავლესობაც გაფიცვით დაიმუქრა თუ „ტორინო“ მერონის გუნდიდან გაუშვებდა. ორმაგად მნიშვნელოვანი აქ ის ფაქტია, რომ „ფიატი“ მეორე ტურინული გუნდის - "იუვენტუსის"  სპონსორი იყო. 

ბუნერივია, ამ ყველაფრის შემდეგ „გრანატამ“ უარი თქვა იტალიელის მოსისხლე მტერში გაშვებაზე და საპროტესტო გამოსვლებიც შეწყდა. თუმცა ქომაგებს ხელახლა მაინც მოუწიათ ქალაქის ქუჩებში გამოსვლა, ამჯერად მიზეზი გაცილებით ტრაგიკული - მერონის სიკვდილი იყო. იტალიელის დაკრძალვას 20000 გულშემატკივარი დაესწრო. ერთ-ერთმა მათგანმა საფლავის გახსნაც კი სცადა იმ იმედით, რომ იქ ცოცხალი ფეხბურთელი დახვდებოდა.

Sportsmail“-თან საუბარში რომერო იხსენებს:“ვერ აღგიწერთ იმ ტკივილს, რისი გადატანაც მე უკანასკნელ წლებში მომიწია. ყოველდღე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი კერპის სიკვდილში გარკვეული ბრალი მიმიძღვის“. ძალიან რთულია ასე ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს“.

„მერონის ჩაცმის სტილი, ანტი-კონფორმიზმი, თმის ვარცხნილობა მას უნიკალურობას მატებდა. რაც შეეხება საფეხბურთო გადმოსახედს, ჯიჯი ნამდვილი ჩემპიონი და იტალიელი ჯორჯ ბესტი იყო, რომელსაც გასაოცარი დრიბლინგი, სისწრაფე და გოლის გატანის ალღო ჰქონდა“. იგი იმდენად სრულყოფილი მოთამაშე იყო, რომ თანამედროვე ფეხბურთშიც იგივე წარმატებით იასპარეზებდა. 

მერონი კომოში დაიბადა და საფეხბურთო კარიერა „ჯენოაში“ დაიწყო, სადაც ერთხელ ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო ნარკოტიკული ტესტის გაცდენის გამო. საინტერესოა, რომ მის გუნდელებს ამ ტესტზე პოზიტიური პასუხი მოუვიდათ და დიდი ალბათობით მასაც იგივე ბედი ელოდა.

21 წლის ასაკში ლუიჯი „ტორინოში“ აღმოჩნდა, რომელსაც ნერეო როკო წვრთნიდა. იტალიელმა სპეციალისტმა „მილანს“ ევროპის თასი მოაპოვებინა და საჯაროდ განაცხადა, რომ ტრაგედიის შემდგომ „ტორინოს“ დაკარგულ დიდებას დაუბრუნებდა.

როკოს სიტყვები სიტყვებადვე დარჩა და 2 წლის შემდეგ იგი ისევ უკან, „მილანში“ დაბრუნდა.

 

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ჯიჯიმ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო და ხშირად ედმონდო ფაბრისთან დაპირისპირების გამო სათადარიგო სკამზე რჩებოდა. კონფრონტაციის ძირითადი მიზეზი კი, რა უცნაურიც არ უნდა იყოს მისი ვარცხნილობა იყო.

„იმედი მაქვს დიდი თმითაც ვითამაშებ“ იხუმრა მერონიმ მას შემდეგ, რაც იგი იტალიის ნაკრებში 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს. ჯიჯიმ მუნდიალზე „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში მხოლოდ 1 შეხვედრა გამართა.

უცნაურია, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სამარცხვინო მარცხის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად მაშინდელმა ექსპერტებმა სწორედ მერონი მიიჩნიეს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი მოედანზე არცერთი წამით არ გამოჩენილა. მაშინდელმა ექსპერტებმა ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ცუდი შედეგი გუნდის შიგნით გამოწვეული დაპირისპირებებით იყო განპირობებული, რომელსაც რა თქმა უნდა მერონის აბრალებდნენ.

„ტორინოში“ მერონის „La Farfalla Granata”-ს ეძახდნენ, რაც ქართულად ჟოლოსფერ პეპელას ნიშნავს, გუნდმა ლეგენდარულ იტალიელს პატივი „იუვესთან“ მატჩში მიაგო, როდესაც სტადიონზე თვითმფრინავიდან ყვავილები გადმოყარა, გულშემატკივრები კი მთელი მატჩის განმავლობაში ჯიჯის სახელს სკანდირებდნენ.

სიმბოლურია, რომ „ტორინომ“ აღნიშნული დერბი 4-0 მოიგო. სამი გოლი მერონის ახლო მეგობარმა ნესტორ კომბინმა გაიტანა, ერთი კი 7 ნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელმა...

2007 წელს „კორსო რე უმბერტოზე“ იმ ადგილას, სადაც ჯიჯი დაიღუპა მონუმენტი აღმართეს. რომერო კი, ყველასთვის მოულოდნელად „ტორინოს“ პრეზიდენტად მოგვევლინა და გუნდის სათავეში 2006 წლამდე იდგა...

ამ დღეს: "ტორინოს" ტრაგედიიდან 68 წელი გავიდა...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

კატალონიური Sport-ი ტურინულ Tuttosport-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ ივან რაკიტიჩისა და ემრე ჯანის გაცვლი...

იტალიური „რომას“ რიგები 27 წლის განაპირა მცველმა, დავიდე ძაპაკოსტამ, შეავსო. ფეხბურთელი იტალიის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა, დღეს კი სამედიცი...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

ფრანკ რიბერი ფლორენციის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, "ფიორენტინამ" კი მისი ტრანსფერის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 36 წლის ფრა...

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიურ ტელეარხ TVI-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო. 34 წლის სუპერვარსკვლავს ერთ-ერთი კითხვა კარიერ...

ვეტერანი განელი ფეხბურთელი, ჟუნიორ აგოგო, 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც 2015 წელს მიღებულ ინსულტს უკ...

CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც "ბარსელონასა" და "ბეტისის" ჯახის წინ ერნესტო ვალვერდეს ამოცანებზე საუბრობს....

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...

ლონდონის „ჩელსისა“ და „სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიკოლა ანელკა დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ სუპერვარსკლავი, კრი...

Calciomercato-ს ინფორმაციით საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, „პარი სენ-ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას შეძენითაა დაინტერესებული და წინადადებას ამ...

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და...

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ „სპორტინგს“ ბრუნო ფერნანდეშის გასხვისება სურს და პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე „რეალ...

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკო“ ანხელ კორეას გაყიდვის შემთხვევაში დანი ოლმოს ტრანსფერზე იმუშავებს. როგორც ცნობილია არგენტინელი შე...

„ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელი, დანიელ სტარიჯი, თურქულ „ტრაბზონსპორს“ შეუერთდა. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრა...

ფედერიკო კიეზას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტიურად განიხილება. აპენინური გამოცემების თქმით, ფეხბურთელის აგენტმა, &bdquo...

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „ნაპოლის“ მიერ მაურო იკარდისთვის დათქმული ვადის ამოწურვის გამო, კლუბი მის შეძენას აღარ ეცდება და ფერნა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა, ქალაქ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად...

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ნიკა კვეკვესკირი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს 2 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ნიკას ხერხემალსა და მენჯს შორის დამაკავ...

Amazon Prime-მა სერხიო რამოსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. თავად ნამუშევრის გამოსვლამდე კი 20 დღეზე ოდნავ მეტი რჩება...

ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, ხავიერ სავიოლამ, „ბარსელონაში“ რონალდინიოსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბრაზილიელი ფეხბურ...

იტალიური „რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა, ედინ ჯეკომ, „ჯალოროსის“ რიგებში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა. ჯეკოს განცხადებით, გადამწყვე...

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ-ჟერმენს&l...

რეკომენდებული სიახლეები
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
21.08.2019
25 წლის რუსი მძლეოსანი მარგარიტა პლავუნოვა ტამბოვში მორშანსკის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. გვამი ქუჩაში ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატ...
22.08.2019
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარ...
21.08.2019
„კლაიდის“ 50 წლის მთავარმა მწვრთნელმა, დანი ლენონმა „სელტიკის“ ახალგაზრდული გუნდის დამარცხებაში "დიდი" წვლილი შეიტანა. შოტლანდ...
21.08.2019
„ბასკონიას“ კაპიტანი, თორნიკე შენგელია ესპანური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველი კალათბურთელი ბასკური გუნდის წინასასეზონო სამზადისს...
21.08.2019
მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრ...
21.08.2019
მსოფლიოში პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორ Pro Evolution Soccer-ის ახალ, 2020 წლის გამოშვებაში საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ...
21.08.2019
ცოტა ხნის წინ „ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ჯორჯინიო ვეინალდუმმა Athletic-სთვის მიცემულ ინტერვიუში იურგენ კლოპის მონოლოგი გაიხსე...
21.08.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
21.08.2019
CrystalSport ზაფხულის სატრანსფერო სიახლეებს ყოველდღიურად, ვიდეოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ. უახლესი ინფორმაცია ყველაზე საინტერესო საფეხბურთო ტრანს...
22.08.2019
საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფა-ს "განვითარების თასის" ბოლო ტურში მასპინძელი ლიეტუვა 9:0 გაანადგურა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ჩვ...
22.08.2019
უკანასკნელი სიახლეები