Aa
Aa

"რეალის" ულტიმატუმი იკარდის - მოლაპარაკებებს არ დავიწყებთ, თუ...

იტალიურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, თუკი მაურო იკარდის სატრანსფერო მოლაპარაკებებში, მისი მეუღლე და ამავდროულად აგენტი - ვანდა ნარა იქნება ჩართული, მადრიდის „რეალი“ გარიგების თაობაზე საუბარს საერთოდ არ წამოიწყებს.

არ გეგონოთ, „სამეფო კლუბს“ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ვანდას მიმართ ჰქონდეს, იგი თანამშრომლობაზე უარს იმ ფეხბურთელებთანაც აცხადებს, რომელთა აგენტიც მინო რაიოლაა.

ასე რომ, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და უპოპულარულეს გუნდს, რაიოლასა და ნარას სახით, ორი არაფავორიტი აგენტი ჰყავს. ამ ყველაფრით „ბლანკოსს“ ბევრი არაფერი აკლდება, თავად რაიოლასა და ნარასთვის, როგორც აგენტებისათვის კი, ეს სერიოზული მინუსია...

მაურო იკარდი „რეალში“ გადასვლაზე დიდი ხანია ფიქრობს. იგი 25 წლისაა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისვლის შემთხვევაში, ბევრად დიდი პერსპექტივა ექნება, ვიდრე „ინტერში“ ყოფნისას, რაც თავადაც კარგად იცის.

არსებულ სიტუაციაში იკარდისთვის მარტივი გამოსავალი აგენტის შეცვლაა, ეს კი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ვანდა ნარა არც უძლიერესი აგენტია და არც სუპერსაიმედო ადამიანი.

რამდენიმე კვირის წინ, იკარდის თავზე დიდმა სკანდალმა გადაიარა. სრულიად იტალიური პრესა შემდეგი შინაარსის სათაურებს ავრცელებდა - „ინტერის“ კაპიტანს ცოლი თანაგუნდელთან ღალატობს“... საუბარია მარსელო ბროზოვიჩზე, რომელთანაც ვანდას მიმოწერა ჰქონდა და ამის დამადასტურებელი აუდიო-მესიჯებიც არსებობდა.

ხსენებული სექს-სკანდალი, დავიდე ასტორის გარდაცვალებამ გადაფარა, ხოლო იკარდი ცოლს შეურიგდა და მასთან ერთად 5 შვილის გაზრდას აგრძელებს. მიუხედავად ამისა, თუკი არგენტინელს „რეალში“ გადასვლა სურს და ეს ჩანს, რომ ასეა, მან ცოლს სამსახური უნდა ჩამოართვას და რომელიმე სხვა საფეხბურთო ფუნქციონერთან ითანამშრომლოს - ოღონდ, არა - მინო რაიოლასთან...

ასევე იხილეთ - "ინტერის" კაპიტანს ცოლი თანაგუნდელთან ღალატობს?

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები