Aa
Aa

ზაზამ სათადარიგოზე გადაინაცვლა - ლიდერების გარეშე "გოლდენმა" კვლავ წააგო

წლევანდელ სეზონში ზედიზედ მეორედ მოახერხა „იუტა ჯაზმა“ მოქმედი ჩემპიონების დამარცხება. ლიდერების გარეშე დარჩენილმა „უორიორსმა“ საკუთარ მოედანზე ვერაფერი გააწყო რუდი გობერისა და დონოვან მიჩელის დუეტის წინააღმდეგ და საბოლოოდ მატჩი 19 ქულიანი სხვაობით - 91-110 დათმო.

სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში ზაზა ფაჩულია, ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 11 წუთი გაატარა, თუმცა ამ დროში 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

კარი, ტომპსონი, დურანტი, გრინის არყოფნაში „მეომრებს“ ქუინ ქუკმა ულიდერა 17 ქულით. სათადარიგო სკამიდან 12 ქულა შესძინა გუნდს ანდრე იგუდალამ.

„ჯაზმენების“ რიგებში ტრადიციულად დონოვან მიჩელი გამოირჩა 21 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა რუდი გობერმა, ფრანგმა ცენტრმა 17 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა აქტივში.

„იუტა“ 42 მოგებითა და 32 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და „დენვერს“ 2 მოგებით უსწრებს. რაც შეეხება „გოლდენ სტეიტს“, „მეომრები“ ამავე კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ 54 მოგებითა და 19 მარცხით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები