Telstar 18 - მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ბურთს დე ხეა და ტერ შტეგენი აკრიტიკებენ
Aa
Aa

Telstar 18 - მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ბურთს დე ხეა და ტერ შტეგენი აკრიტიკებენ

როგორც მოგეხსენებათ, Adidas-მა რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი ბურთი შექმნა, რომლის სახელწოდება Telstar 18-ა.

ტრადიციისამებრ, ახალი ბურთი მეკარეებმა უკვე გააკრიტიკეს. პირველი ეს ესპანელმა დავიდ დე ხეამ და გერმანელმა მარკ ანდრე ტერ შტეგენმა გააკეთეს. მათი თქმით, ბურთი ბევრად სწრაფად მოძრაობს და მეკარეები ამას არ მოელოდნენ.

დავიდ დე ხეა: "ბურთი გაცილებით უკეთესი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ამას ველოდით, ის საკმაოდ უცნაური და სწრაფია. აშკარაა, რომ უკეთესის შექმნაც შეეძლოთ".

მარკ ანდრე ტერ შეტეგენი: "ბურთი გაცილებით კარგი უნდა ყოფილიყო. მოლოდინი სხვა იყო, რეალობა კი სულ სხვა აღმოჩნდა. ტყავის სფერო ძლიან ბევრს მოძრაობს და მისი დაჭერა საკმაოდ რთულია. სხვა გზა არც გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მას უნდა შევეჩვიოთ და ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ".

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს აიღებს და ფინალური შეხვედრა 15 ივლისს მოსკოვში "ლუჟნიკებზე" გაიმართება.

Telstar 18 მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა ოფიციალურად წარადგინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები