Aa
Aa

ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშო" ეფექტური გამარჯვებით დაასრულა!

ტოჩინოშინი, მარტის "ჰარუ ბაშოს" დასკვნით დღეს კომოსუბის წოდების იჩინოჯო ტაკაშის დაუპირისპირდა, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი იდენტური ჰქონდა - 9-5-ზე.

იჩინოჯოს სიმაღლე 1,92 სანტიმეტრია და მისი წონა 215 კილოგრამი. ლევან გორგაძე კი 177 კგ.-ს იწონის და 192 სმ. სიმაღლისაა.

ქართველმა სუმოისტმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და მისი მოგება იორიკირის ილეთით შეძლო. იჩინოჯოს ერთ მომენტში მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ ტოჩინოშინის ბოლომდე გადაგდება ვერ შეძლო.

საბოლოოდ, ლევანმა მარტის "ჰარუ ბაშო" 10 გამარჯვებითა და 5 მარცხით დაასრულა და სეკივაკეს წოდება შეინარჩუნა.

ვიმედოვნოთ, რომ ტოჩინოშინი მუხლის ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს და მომდევნო ბაშოზე სრულ მზადყოფნაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ჰარუ ბაშოს" გამარჯვებული მონღოლი იოკუძუნა კაკურიუ გახდა. მის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 2 მარცხია.

აღსანიშნავია, რომ კაკურიუმ პირველი მარცხი ტოჩინოშინთან იწვნია.

ცხელი ამბები