პიანიჩი 3 კვირა იუქმებს
Aa
Aa

პიანიჩი 3 კვირა იუქმებს

„რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი თანაგუნდელებს დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას „Gazzetta dello Sport“-ი ავრცელებს.

პიანიჩმა ტრავმა ანდორის ნაკრების წინააღმდეგ, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლის მატჩის მიმდინარეობის დროს მიიღო.

25 წლის ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა დიდი ალბათობით, პიანიჩს მოედანზე მინიმუმ 20 დღის განმავლობაში ვერ ვიხილავთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერბი ფეხბურთელი, „ჩემპიონთა ლიგის“ პირველ ტურში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ საკუთარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები