სერენა უილიამსმა უფროსი და დაამარცხა
Aa
Aa

სერენა უილიამსმა უფროსი და დაამარცხა

დღეს გამთენიისას, „ამერიკის ღია პირველობის“ კორტებზე მეტად საინტერესო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

სერენა უილიამსმა თავის უფროს დას, ვენუს უილიამსს სამ სეტში 6:2, 1:6, 6:3 მოუგო. შეხვედრა საათსა და 41 წუთს გაგრძელდა. სერენას 12 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ვენუსს 8 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა. სერენას და ვენუსს შორის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება,16-11 სერენას სასარგებლოდ. უმცროსი უილიამსი ნახევარფინალში იტალიელ რობერტა ვინჩს დაუპირისპირდება, რომელსაც სერენა ურთიერთშეხვედრებში 5:0 ამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები