Aa
Aa

ტოჩინოშინის მოულოდნელი მარცხი "ჰარუ ბაშოზე"

ტოჩინოშინმა, მარტის "ჰარუ ბაშოზე" მორიგი ორთაბრძოლა გამართა და ტურნირის მე-13 დღეს, შოდაის დაუპირისპირდა.

26 წლის იაპონელი სუმოისტი, რომელიც ამჟამად მე-4 მაეგაშირაა, მიმდინარე ტურნირზე 6-6 მოგებითა და წაგებით ასპარეზობდა, ხოლო ქართველის მაჩვენებელი 8:4-ზე გახლდათ.

შოდაის სიმაღლე 1.84 სმ.-ია, ხოლო მისი წონა - 161 კგ. ტოჩინოშინი 177 კგ.-ს იწონის და 192 სმ. სიმაღლისაა.

იაპონელმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო, ქართველმა მის შეტევას ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ, შოდაიმ ტოჩინოშინი დოჰიოდან განდევნა, რითაც "ჰარუ ბაშოზე" მე-7 გამარჯვება იზეიმა. ტოჩინოშინს კი მოგება-წაგებათა ბალანსი 8:5-ზე გაუხდა - მას დადებითი ბალანსი განაღდებული აქვს და დარჩენილ 2 ტურში იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ რაც შეიძლება უკეთესი შედეგი დააფიქსიროს.

ხვალ, "ჰარუ ბაშოს" მე-14 დღეს, ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა - ჩიომარუს შეხვდება, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაზე 6 მოგება და 7 წაგება აქვს.

ცხელი ამბები