ძამბროტა: „მილანი“ ამ სეზონში წარმატებას მიაღწევს
Aa
Aa

ძამბროტა: „მილანი“ ამ სეზონში წარმატებას მიაღწევს

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა ძამბროტამ „Gazzetta dello Sport“-თან ინტერვიუში, „როსონერის“ ახალ ტაქტიკასა და 13 სექტემბერს გასამართი დერბის შესახებ ისაუბრა.

„მე მჯერა, რომ „მილანის“ ახალი ტაქტიკა გაამართლებს და სწორედ ეს იქნება მათი წარმატების გარანტი ამ სეზონში. დერბიში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია და იმედია შეხვედრა „როსონერისთვის“ სასურველი ანგარიშით დასრულდება. მიხაილოვიჩის ტაქტიკაში დიდი როლი განაპირა მცველებს ენიჭაბათ და მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ამ მომენტისთვის აბატე დე შილიოს აღემატება, რადგან ის გაცილებით სტაბილურია. რაც შეეხება მარცხენა ფლნაგს, ამ პოზიციაზე ლუკა ანტონელი უკონკურენტოა“ -განაცხადა ჯანლუკა ძამბროტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები