კოვაჩიჩს „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების იმედი აქვს
Aa
Aa

კოვაჩიჩს „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების იმედი აქვს

მადრიდის „რეალის“ ახალწვეული, მატეო კოვაჩიჩი იმედს გამოთქვამს, რომ იგი „სამეფო გუნდის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას მოახერხებს. ახალგაზრდა ხორვატმა მის ყოფილ კლუბზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი „ინტერის“ წარმატებით ყოველთვის მოხარული იქნება.

„მადრიდის „რეალი“ ერთ-ერთია მსოფლიოს იმ კლუბთაგან, რომლის შემოთავაზებაზეც უარის თქმა შეუძლებელია. აქ თამაშზე ყველა ოცნებობს, მე კი ამის საშუალება 21 წლის ასაკში მომეცა. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებასაც მოვახერხებ. რაც შეეხება ჩემს ყოფილ კლუბს, მე „ინტერს“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ. დარწმუნებული ვარ, „ნერიაძური“ მომდევნო ტურში „მილანის“ დამარცხებას მოახერხებს და შემდეგ სეზონში „ჩემპიონთა ლიგასაც“ დაუბრუნდება“ - განაცხადა მატეო კოვაჩიჩმა „La Gazzetta dello Sport“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები