Aa
Aa

ტოჩინოშინმა უდავო ფავორიტი დამაჯერებლად დაამარცხა!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, მარტის "ჰარუ ბაშოზე" გამოსვლას აგრძელებს და დღეს, ტურნირის მე-12 დღეს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ კაკურიუს დაუპირისპირდა.

კაკურიუ წოდებით იოკუძუნაა, რაც სუმოში ყველაზე მაღალი ჩინია, თანაც ახლა მონღოლი ბრწყინვალე ფორმაშია და "ჰარუ ბაშოს" საწყისი 11-ვე შეხვედრა მოიგო.

ტოჩინოშინმა სუპერსენსაცია დააფიქსირა და იოკუძუნა - კაკურიუს, სრულიად დამსახურებულად და დამაჯერებლად აჯობა. აღსანიშნავია, რომ ამ სუმოისტთა ურთიერთშეხვედრებში, ქართველმა მე-2 ორთაბრძოლა მოიგო, მაშინ როცა, კაკურიუს იგი 21-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

შესანიშნავი შედეგია, რომელიც ტოჩინოშინმა უდავოდ დაიმსახურა და მას ამ ტურნირზე მოგება-წაგებათა ბალანსი 8:4-ზე გაუხდა, რითაც დადებითი ბალანსი გაინაღდა.

ხვალ, ტურნირის მე-13 დღეს, გორგაძის მეტოქე, მე-4 მაეგაშირა შოდაი იქნება, რომლის მოგება-წაგებათა ბალანსიც 6:6-ზეა. 

ცხელი ამბები