შუმახერის ოჯახის ემოციური განცხადება
Aa
Aa

შუმახერის ოჯახის ემოციური განცხადება

მიხაელ შუმახერმა  2013 წლის დეკემბერში საფრანგეთში თხილამურებით სრიალისას ტვინის ტრამვა მიიღო და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ლეგენდარული გერმანელი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, რომელმაც ექვსი თვე გასტანა. დღესდღეობით 48 წლის შუმახერი ჟენევის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

მკურნალობა კვირაში 115000 ფუნტი ღირს და 24 საათიან ყურადღებასთან ერთად 15 ექიმსა და რამდენიმე ექთანს მოიცავს.

შუმახერის ოჯახი მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარს ერიდებოდა, თუმცა გასულ კვირას საბინ კემის მეშვეობით, რომელიც მიხაელის მენეჯერია, მათ საკმაოდ ემოციური განცხადება გაავრცელეს, როგორც კემი იტყობინება: „ოჯახი მადლობას უხდის თითოეულ გულშემატკივარს თანაგრძნობისთვის. თუმცა ისინი თვლიან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა ის საკითხი, რომელზეც ხშირად საჯაროდ საუბარი გამართლებული იქნება“. როგორც ჟურნალისტები ვარაუდობენ ოჯახის ასეთი განცხადება შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების უშუალო მაჩვენებელია. თუმცა მეორეს მხრივ, შესაძლოა ოჯახი სოციალურ ქსელში მიღებულმა უთვალავმა კითხვამ აიძულა ოფიციალური განცხადება გაეკეთებინათ.

 

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის სეზონი სტარტს 25 მარტს ავსტრალიის გრან პრით აიღებს.

ცხელი ამბები