მატჩის წინ -
Aa
Aa

მატჩის წინ - "ბასკონია" VS "ბროზე ბამბერგი"

„ევროლიგის“ რიგით 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე გერმანულ „ბროზეს“ უმასპინძლებს. „ბასკონიამ“ როგორც იქნა მოახერხა საპლეიოფო ზონაში შესვლა და დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის იბრძოლებს.

წლევანდელ სეზონში ბასკები შემტევ კალათბურთს თამაშობენ და მატჩში საშუალოდ 82.2 ქულას აგროვებენ. ამ მაჩვენებლით „ბასკონიელები“ ლიგაში მესამე ადგილზე იმყოფებიან. ბასკები განსაკუთრებით კარგად პერიმეტრიდან უტევენ და მატჩში  საშუალოდ 9.8 სამქულიანს აგდებენ.

„ბროზეს“ 26-დან 10 შეხვედრა აქვს მოგებული და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსებიღა დარჩა. გერმანელებს განსაკუთრებით სტუმრად უჭირთ თამაში და 13 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 2-ში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. „ბამბერგის“ მთავარი პრობლემა ორქულიანების პროცენტია, გუნდი ნასროლი ორიანების მხოლოდ 49 პროცენტს აგდებს, რაც ლიგაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

„ბასკონიამ“ „ბროზესთან“ გამართული 9 შეხვედრიდან 7 მოიგო, თუმცა „ევროლიგის“ მეოთხე ტურში გერმანელებმა დორელ რაითის 13 ქულის წყალობით ერთხელ უკვე მოახერხეს ბასკების დამარცხება.

„ბასკონიას“ ლიდერის - თორნიკე შენგელიას სტატუსი მატჩის წინ გახდება ცნობილი, მის არყოფნაში როდრიგო ბობოასა ( 12.4 ქულა) და ჯეისონ გრეინჯერს ( 9.6 ქულა ) მოუწევთ გუნდის წინამძღოლობა.

გერმანელებს წლევანდელ სეზონში NBA-ში თამაშის გამოცდილების მქონე დორელ რაითი (12 ქულა) და ქართველებისთვის კარგად ნაცნობი რიკი ჰიკმენი ლიდერობენ (11 ქულა).

სავარაუდო შემადგენლობა

ბასკონია: ბობოა, გრეინჯერი, ტიმა, მალმანისი, პოირიე

ბროზე ბამბერგი: ჰიკმენი, რუბიტი, ზისისი, რაითი, რედოშევიჩი.

მსაჯები: შრეტენ რადოვიჩი, ფერნანდო როხა, რობერტ ვიკლიკი.

შეხვედრა თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები