Aa
Aa

დრამატული და დასანანი მარცხი "ჰარუ ბაშოზე"

მარტის "ჰარუ ბაშოს" მე-11 დღეს, ლევან გორგაძე, ტურნირის ერთ-ერთ უძლიერეს სუმოისტ ტაკაიასუს დაუპირისპირდა.

ტაკაიასუ, რანგით ოძეკია, რაც სუმოს იერარქიაში მე-2 წოდებაა (იოკუძუნას შემდეგ). მას, მიმდინარე ტურნირზე, მოგება-წაგებათა ბალანსი 8:2-ზე ჰქონდა, ტოჩინოშინის მაჩვენებელი კი 7:3-თან იყო.

28 წლის იაპონელის სიმაღლე 187 სმ.-ია, ხოლო წონა - 182 კგ. რაც შეეხება ტოჩინოშინს, ის 30 წლისაა, 192 სმ. სიმაღლისაა და 177 კგ.-ს იწონის.

ორთაბრძოლა ტაკაიასუმ აქტიურად დაიწყო და მისი პირველი მიძალების შემდეგ, ტოჩინოშინს თავის შემაგრება გაუჭირდა და ცალი ფეხი დოჰიოს მიღმა დადგა, რაც საბოლოოდ გარდამტეხი აღმოჩნდა (იხილეთ ვიდეო). მსაჯებმა, განხილვის შემდეგ, გამარჯვება იაპონელს მიანიჭეს, რომლისთვისაც ეს ტურნირზე მე-9 მოგებაა, ხოლო ტოჩინოშინს ბალანსი 7:4-ზე გაუხდა.

ქართველს ხვალ უმძიმესი ორთაბრძოლა ელის, როცა აღმოსავლეთ იოკუძუნა - კაკურიუსთან შეხვედრა მოუწევს. კაკურიუ მონღოლია და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "ჰარუ ბაშოზე" ზედიზედ მოგებული 12 შეხვედრით, ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი და ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.

პ.ს. ასევე იხილეთ - მეტოქის სამარცხვინო ქმედება - რის გამო წააგო ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშოზე" მე-3 ორთაბრძოლა?

ცხელი ამბები