ჰოჯსონი: სტერლინგს შეუძლია, ინგლისის ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდეს
Aa
Aa

ჰოჯსონი: სტერლინგს შეუძლია, ინგლისის ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდეს

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი შეაქო და განაცხადა, რომ მას ეროვნული გუნდის მაისურით, 100-ზე მეტი მატჩის ჩატარება შეუძლია.

„ამჟამად სტერლინგის კარიერაში გარდამავალი პერიოდია. მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, 2018 წელს კი, რუსეთში მუნდიალი გაიმართება. აღნიშნული ტურნირები ასეთი თანმიმდევრობით ყოველ 2 წელიწადში ტარდება. სტერლინგს, მისი ასაკი საშუალებას აძლევს, რომ ინგლისის ნაკრების ღირსება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას. ვფიქრობ, მას ეროვნულ გუნდში 100-ზე მატი მატჩის ჩატარება შეუძლია. „მანჩესტერ სიტიში“ ის ჯერ ადაპტაციის პერიოდს გადის, თუმცა ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობს“ - განაცხადა როი ჰოჯსონმა „The Telegraph“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები