ობამეიანგმა ლონდონში 850,000 ფუნტის ღირებულების მანქანები ჩაიყვანა
Aa
Aa

ობამეიანგმა ლონდონში 850,000 ფუნტის ღირებულების მანქანები ჩაიყვანა

ლონდონის „არსენალის“ ახალწვეულმა, პიერ ემერიკ ობამეიანგმა, ლონდონში 850,000 ფუნტ სტერლინგის ღირებულების ავტომობილები ჩაიყვანა. გაბონელი ფეხბურთელი მდიდარი ცხოვრების წესით გამოირჩევა და ცნობილია, რომ მას სპორტული ავტომობილების დიდი კოლექცია აქვს.

ობამეიანგმა დორტმუნდიდან ლონდონში საკუთარი ავტომობილების ნაწილი ჩაიყვანა. კერძოდ კი:

Porsche Panamera Turbo Techart - £140,000

 

Lamborghini Aventador - £270,000

 

Ferrari 812 Superfast - £250,000

 

Range Rover Sport Mansory - £150,000

 

ავტომობილები იმ სასტუმროს სადგომზე დააყენეს, სადაც თავად ფეხბურთელი ცხოვრობს.

გერმანიაში მან დაახლოებით 2 მლნ ფუნტ სტერლინგის ღირებულების სხვა სუპერ მანქანები დატოვა. მათ შორის Ferrari 458 Italia (£200,000), Aston Martin DB9 Volante 2 (£140,000) და Audi R8 V10 Plus (£128,000).

„არსენალში“ ობამეიანგის ყოველკვირეული ხელფასი 180,000 ფუნტია. ის „დორტმუნდიდან“ „არსენალში“ 60 მლნ ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა.

ობამეიანგის სუპერ მანქანების სრული კოლექცია იხილეთ ვიდეოში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები