„მე ვერავინ შემედრება“ - კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„მე ვერავინ შემედრება“ - კრიშტიანუ რონალდუ

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ, კრიშტიანუ რონალდუს სჯერა, რომ არავინაა ისეთი ვინც მას შეედრება, რადგან ბევრი ფეხბურთელი არ არის რომლებსაც მისნაირი ტალანტი და შრომისმოყვარეობის უნარი აქვს. მან ეს კომენტარი კომპანია Nike-ის ახალ სარეკლამო რგოლში გააკეთა.

რონალდუმ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სპორტინგში თამაშისას მიიქცია, რის შემდეგაც 2003 წელს ის მანჩესტერ „იუნაიტედში“ გადავიდა.

პორტუგალიელი ვარსკვლავის თქმით, მან სწორედ მანჩესტერ „იუნაიტედში“ გააცნობიერა, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელი შეეძლო რომ გამხდარიყო.

„თავიდან ფეხბურთს გასართობად ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ბევრად მეტი შემეძლო. ჩემი მეგობრები ვერ ხვდებოდნენ თუ რაზე ვსაუბრობდი. ის თუ რამხელა პოტენციალი მქონდა, ამას მანჩესტერში მივხვდი და ამის შემდეგ ჩემი თავის რწმენა მომემატა.“

„ვერ ვხედავ ბევრ ფეხბურთელს, რომლებსაც ჩემნაირი ნიჭი და თავდადება აქვს. მე ვერავინ შემედრება და არავინ აპირებს რომ კრიშტიანუ რონალდუ გახდეს. მე, მე ვარ, ისინი კი - ისინი.“

რონალდუმ 753 შეხვედრაში 562 გოლის გატანა შეძლო, ხოლო მადრიდის „რეალის“ მაისურით, საშუალოდ ერთ შეხვედრაში ერთ გოლზე მეტი გააქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები