Aa
Aa

ქართველი ლეგიონერების ნაყოფიერი "უიქენდი"

გასულ "უიკენდზე" ქართველმა ფეხბურთელებმა გამორჩეულად იასპარეზეს და სანაკრებო პაუზის წინ გულშემატკივრებისა და პრესის ყურადღება მიიქციეს.

***

MLS-ის მე-2 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" სტუმრად "კანზას სიტის" დაუპირისპირდა და ხუთგოლიან თრილერში 2:3 დამარცხდა.

34- წუთზე, როცა "სან ხოსე" 0:1- აგებდა, ანგარიში ვაკომ გაათანაბრა. თანაგუნდელის ჩაწოდებული ბურთი ყაზაიშვილმა თავით კარისკენ გადაგზავნა, თუმცა ის მცველმა დაბლოკა, საბოლოოდ დასწრებაზე ვაკომ ყველას აჯობა და ტაბლოზე 1:1 დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა მეორე მატჩიც მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

ყაზაიშვილს ჩემპიონატის სტარტზე მშვენიერი სტატისტიკა აქვს - 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

"სან ხოსე" მომდევნო მატჩს 1 აპრილს საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ სიტის" წინააღმდეგ გამართავს.

***

პოლონეთის ექსტრაკლასას 28- ტურში ნიკა კაჭარავას "კორონამ" "გორნიკს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა. კაჭარავამ პირველ ნახევარში თავის გუნდს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა, რომელიც ცვიანოვიჩმა გოლად აქცია.

63- წუთზე კი კაჭარავა კონტრშეტევაზე სწრაფად გადავიდა, საბოლოოდ კი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ქართველ ფორვარდს გატანა აღარ გასჭირვებია.

საბოლოოდ "კორონა" მოედანზე 10 კაცით დარჩა და მწვრთნელის ტაქტიკური ცვლილების გამო 69- წუთზე შეცვალეს.

"კორონას" 28 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნიკა კაჭარავა "კორონას" რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 7 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

***

ავსტრიის ბუნდესლიგის 27- ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ვენაში "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

ქვილითაიამ მე-8 წუთზე მატჩის პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია.

49- და 89- წუთებზე ქვილითაიამ მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 79- წუთზე ქართველმა ფორვარდმა ავტოგოლიც გაიტანა. იმ მომენტისთვის ანგარიში 4:1 გახდა.

გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე წლევანდელ ჩემპიონატში უკვე 6 გოლია. "რაპიდი" 43 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. ვენელები მომდევნო მატჩს სტუმრად "მატერსბურგთან" გამართავენ.

***

დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“ „ოდესნეს“ უმასპინძლა და 4:1 გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში (61 წ.) შევიდა. ლობჟანიძემ თავისი გოლის გატანა 94-ე წუთზე შეძლო.

ლობჟანიძისთვის ეს „ოდენსეს“ მაისურით მე-3 გოლი იყო. საბას ანგარიშზე სულ 22 მატჩია.

26 ტურის შემდეგ „რანდერსს“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 14 გუნდს შორის მე-13 ადგილს იკავებს.

***

გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ბრომაპოიკარნას“ 3:0 სძლია.

ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და 86-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლო.

როგორც მოგეხსენებათ, 11 მარტს „გიოტებორგში“ ხარაიშვილის დებიუტი შედგა.

ადგილობრივი პრესა ქართველი ფეხბურთელის გამოსვლას საკმაოდ პოზიტიურად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ დანიის ჩემპიონატი სტარტს პირველ აპრილს აიღებს.

***

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ლაშა დვალის „პოგონმა“ „ტერმალიკას“ უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.

როდესაც „პოგონი“ 1:2-ს აგებდა ლაშა დვალმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და თავისიანების გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

დვალი პერიოდში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ქართველი უკანახაზელი წინა ტურში სიმბოლურ გუნდშიც კი მოხვდა.

„პოგონი“ სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

***

ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკი" "კორდობასთან" 0:2 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 90 წუთი ითამაშა.

შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კაკაბაძის გარღვევა იყო, რომელიც მასნ ულამაზესი გოლით დასრულდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ არბიტრის გადაწყვეტილება საკამათო იყო...

"ხიმნასტიკი" სატურნირო ცხრილში 31-ე ტურის შემდეგ 36 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები