ანჩელოტიმ ბენიტესის შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ანჩელოტიმ ბენიტესის შესახებ ისაუბრა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „სამეფო გუნდის“ ამჯამინდელ დამრიგებელ, რაფაელ ბენიტესის შესახებ ისაუბრა.

„ძალიან კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს იყო მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი. რაფა ბენიტესს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ამ კლუბში და მის სამუშაოს ძალიან ვაფასებ. მისთვის მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „სამეფო კლუბში“ საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ორი წლის განმავლობაში ვავარჯიშებდი მათ. სერხიო რამოსი და კრიშტიანო რონალდო გუნდის საკვანძო ფიგურები არიან, ვუსურვებ მათ წარმატებებს და ბევრი ტიტულის მოგებას“ - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესის დაბრუნებას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. „პრიმერადივიზიონის“ პირველ ტურში, „რეალმა“ ახალწვეულ ხიხონის „სპორტინგთან“ უგოლო ფრე ითამაშა, თუმცა ამის შემდეგ „ბეტისი“ გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები