Aa
Aa

3 მეტოქის კარში, 1 საკუთარში - ქვილითაიამ "რაპიდს" მოაგებინა

ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ვენაში "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო და გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა.

ქვილითაიამ მე-8 წუთზე მატჩის პირველი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად აქცია.

49-ე და 89-ე წუთებზე ქვილითაიამ მეტოქის კარი კიდევ ორჯერ აიღო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ავტოგოლიც გაიტანა. იმ მომენტისთვის ანგარიში 4:1 გახდა.

გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე წლევანდელ ჩემპიონატში უკვე 6 გოლია. "რაპიდი" 43 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. ვენელები მომდევნო მატჩს სტუმრად "მატერსბურგთან" გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტს "რიდის" კარში ქართველი ფორვარდის მიერ გატანილმა გადამწყვეტმა გოლმა "რაპიდი" ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები