ეკატერინბურგის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო
Aa
Aa

ეკატერინბურგის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო

დღეს რუსეთში, კერძოდ კი ეკატერინბურგში ძიუდოში წლის მესამე გრანდ სლემმა აიღო სტარტი.

საქართველოს ნაკრები, რომელიც ტურნირზე 8 ძიუდოისტითაა წარდგენილი, ქვეყნის სახელით დღეს ორმა მათგანმა იასპარეზა.

პირველი დღე ქართველთათვის წარუმატებელი გამოდგა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძოლა ვაზარით დათმო დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

73 კგ. კატეგორიაში კატეგორიაში ზვიად კაპანაძე ტურნირს მეორე რაუნდიდან გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანთან ვაზარით დამარცხდა.

ტურნირის მეორე და დასკვნით დღეს საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი გამოვა: 81 კგ. კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი და თამაზ კირაკოზიშვილი დაიცავენ ქვეყნის ღირსებას. 100 კგ-ში ონისე სანებლიძე და დავით იზბეთელაშვილი, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იასპარეზებენ.

ცხელი ამბები