ბრიტანეთის ხელისუფლებამ შესაძლოა აბრამოვიჩს
Aa
Aa

ბრიტანეთის ხელისუფლებამ შესაძლოა აბრამოვიჩს "ჩელსი" ჩამოართვას

მას შემდეგ რაც სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამლვის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, შესაძლოა არსებული დაძაბული ვითარება ლონდონის "ჩელსის" მფლობელ რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩსაც შეეხოს.

კერძოდ, Times-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩს შესაძლოა "ჩელსი" ჩამოართვან.

წყაროს ცნობით, ბრიტანეთი ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დაწესდება პერსონალური სანქციები და ეს იმ პირებს შეეხევათ, რომლებსაც კორუფციაში მონაწილეობა და ფულის რუსეთიდან დასავლეთში გატანა დაუმტკიცდებათ.

თუ, მოვლენები ასე განვითარდა და აბრამოვიჩს ბრალი დაუმტკიცდა, მაშინ რუს მილიარდერს აქტივებს გაყინავენ და კლუბსაც ჩამოართმევენ.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა, რომლის ქონებაც 8 მილიარდ ფუნტზე მეტადაა შეფასებული, "ჩელსი" 2003 წელს 140 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. მის ხელში, "არისტოკრატებმა" პრემიერლიგის მოგება 5-ჯერ შეძლეს, ხოლო 2012 წელს ჩემპიონთა ლიგაზეც გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები