პედრო: „ბარსელონას“ დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო
Aa
Aa

პედრო: „ბარსელონას“ დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი, პედრო როდრიგესი, მის საფეხბურთო კარიერაში მომხდარი ცვლილებების გამო ბედნიერია. მოთამაშის განცხადებით, ის ამჟამად იდეალურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში იმყოფება.

„ჩემს გარშემო შექმნილი სიტუაციით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. „ჩელსის“ რიგებში სადებიუტო მატჩი წარმატებული გამომივიდა. როდესაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გაქ, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ხდები და საბოლოოდ ოპტიმალურ კონდიციებს უახლოვდები. ეს ყველაფერი კი, ბოლო დროს კატალონიურ კლუბში ნამდვილად მაკლდა. „ბარსელონას“ დატოვება სწორი ნაბიჯი იყო“ - განაცხადა პედრო როდრიგესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები