ალეგრი: „იუვენტუსს“ დრო სჭირდება
Aa
Aa

ალეგრი: „იუვენტუსს“ დრო სჭირდება

მასიმილიანო ალეგრიმ, იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. ალეგრის სჯერა, რომ აქცენტის მხოლოდ ტაქტიკაზე გადატანა იტალიურ ფეხბურთს ზიანს აყენებს. მისი აზრით, მწვრთნელებმა უფრო მეტად ფეხბურთელების ინდივიდუალურ მონაცემებს უნდა მიაქციონ ყურადღება. მასიმილიონომ ასევე მისი გუნდის სათამაშო ფორმაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ აქვთ.

„ნაკლები ნერვიულობა და მეტი ოპტიმიზმი უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს გულშემატკივარს ნერვიულობის საბაბი არ აქვს. წინ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ დიდებული სეზონი ჩავატაროთ. „ჩემპიონთა ლიგა“ კვლავინდებურად ოცნებად რჩება და იქ ზუსტად ისე გავაგრძელებთ ასპარეზობს, როგორც ეს გასულ წელს იყო. ჩვენი სეზონი „კიევოსთან“ მატჩიდან იწყება. წინ კი, მძიმე და დაძაბული თვე გველოდება, რადგან სულ მალე ევროპულ სარბიელზეც მოგვიწევს სტარტის აღება. როდესაც გუნდში ამდენი ახალი ფეხბურთელი მოდის, ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ ადაპტაცია და ერთმანეთის კარგად გაცნობა უწევთ, რაც თავისთავად დროს მოითხოვს. მარკიზიოს დაბრუნებას ყველანი ველით, მაგრამ კლუბის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ერნანეშის და მარიო ლემინას გამოყენების უფლება მოგვცა. ამ ეტაპზე, კლუბის ლაზარეთში მხოლოდ ხედირა რჩება. ჩემს ხელში ძლიერი კოლექტივია, თუმცა წინასწარ გამარჯვების პროგნოზირება ურთულესია. წელს ჩვენი კონკურენტებიც საკმაოდ მოძლიერდნენ, რაც იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ წინ უაღრესად საინტერესო და დაძაბული სეზონი გველის.

ამბობენ, რომ იტალიაში საკმარისი რაოდენობით ნიჭიერი ფეხბურთელები არ გვყავს. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ოთხჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ჩვენ გვყავდა და მომავალშიც გვეყოლება ტალანტები. უფრო მეტად უნდა გადავერთოთ ინდივიდუალებზე და ნაკლებად ტაქტიკაზე. ახალგაზრდებს მხოლოდ სათამაშო სქემაზე ორიენტირებულებს ვზრდით, ეს არ არის კარგი ჩვენი ფეხბურთისთვის. უფრო მეტად, გზა მათ ინდივიდუალურ მონაცემებს უნდა გავუხსნათ“ - განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები