Aa
Aa

"ბასკონიამ" "ჟალგირისი" თოკოს გარეშე დაამარცხა

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ". "ევროლიგის" რიგით 26-ე ტურში ბასკებმა შინ "ჟალგირისი" 20 ქულიანი სხვაობით გაანადგურეს.

შეხვედრა ბასკონიელთა კარნახით წარიმართა, ესპანელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და მეტოქეს მხოლოდ უკანასკნელი მეოთხედი დაუთმეს. საბოლოოდ ბასკებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და ლიტველები 84-64 დაამარცხეს.

"ბასკონიას" რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ჯეისონ გრეინჯერმა, 28 წლის უკანახაზელმა მატჩი 20 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. 12-12 ქულა შესძინეს გუნდს იოჰანეს ვოიტმანმა და მეტ იანინგმა.

ლიტველების მხრიდან კევინ პანგოსი გამოირჩა 12 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ვასილი მიჩიჩმა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბასკონიამ" 26 ტურში 13 მოგება მოაგროვა და საპლეიოფო ზონის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.რაც შეეხება "ჟალგირისს" იგი 15 მოგებითა და 11 მარცხით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ თოკომ მატჩში მონაწილეობა ფეხის ტრამვის გამო ვერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები