მატჩის შემდეგ
Aa
Aa

მატჩის შემდეგ "კამპ ნოუს" დაცვამ "ჩელსის" ქომაგები ხელკეტებით სცემა

ლონდონიდან ბარსელონაში, „ჩელსის“ 5 000 ქომაგი გაჰყვა, რათა თავიანთი გუნდის გამარჯვება ეხილათ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა და „არისტოკრატები“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ.

მატჩის დაწყებამდე, ლონდონური გუნდის ქომაგები სამართალდამცავებმა ზედმეტად მკაცრად გაჩხრიკეს და საკმაოდ სახიფათო არამყარ მეტალის ხიდზე გაატარეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ ნერვებმოშლილმა ქომაგებმა ესპანეთის დროშა ააფრიალეს და გამომწვევი სიმღერა დაიწყეს, რომლის შინაარსიც იყო - „თქვენ ყოველთვის ესპანეთის შემადგენლობაში იქნებით“.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ინგლისელთა ამ გამომწვევ საქციელზე ნერვები პირველად არა კატალონიელ ქომაგებს, არამედ ადგილობრივ სამართალდამცავებს მოეშალათ და სტადიონის დაცვის 20-მდე პირმა, ხელკეტებით ინგლისელი ქომაგების ცემა დაიწყო.

ინტერნეტსივრცეში ამ დაპირისპირების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, რომელიც სპორტულმა ვებ გვერდემა უმალვე აიტაცეს.

საბოლოოდ, „ჩელსის“ წარმომადგენელმა ქომაგებს მიმართა და განუცხადა, რომ თუ ვინმე თავს დაზარალებულად და უფლებაშელახულად თვლის, ინფორმაცია კლუბს მიაწოდოს და ისინი სამართლებლივ ზომებს აუცილებლად მიმართავენ.

ჯერჯერობით, ხსენებულ ინციდენტზე ესპანურ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები