სუარესი: „ბარსელონას“ საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის არ ვიბრძვი
Aa
Aa

სუარესი: „ბარსელონას“ საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის არ ვიბრძვი

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, გუნდში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოსაპოვებლად ერთმანეთს არავინ ეჯიბრება და მოედანზე ყველას საკუთარი როლი აკისრია.

„მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს შევეჯიბროთ. როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის ერთმანეთს ეცილება, სიტუაცია რთულდება. მე მოედანზე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო. ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველის მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეიმარს და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც კარში დარტყმაა საჭირო, ამას ვაკეთებ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ და კლუბში არსებული ატმოსფერო ძალიან მომწონს“ - განაცხადა სუარესმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები