ეკატერინგბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

ეკატერინგბურგში გასამართ გრან სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

17-18 მარტს რუსეთში, კერძოდ კი ეკატერინბურგში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები რუსეთში 8 ძიუდოისტით წარსდგება.

60 კგ. წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი იასპარეზებს, 73 კგ-ში ზვიად კაპანაძე გამოვა.

81 კგ. კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი და თამაზ კირაკოზიშვილი დაიცავენ ქვეყნის ღირსებას.

100 კგ-ში ონისე სანებლიძე და დავით იზბეთელაშვილი, ხოლო მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ონისე ბუღაძე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 23-25 თებერვალს დიუსელდორფში გამართულ გრანდ სლემზე 2 მედალი მოიპოვა. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები