დი მარია: „პარი სენ ჟერმენმა“ უდიდესი პროგრესი განიცადა
Aa
Aa

დი მარია: „პარი სენ ჟერმენმა“ უდიდესი პროგრესი განიცადა

„პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეულმა ანხელ დი მარიამ, პრესასთან მისი ახალი კლუბისა და თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა. არგენტინელის განცხადებით, „პარი სენ ჟერმენმა“ დროის მცირე მონაკვეთში უდიდესი პროგრესი განიცადა და ეს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს.

„პირველი შთაბეჭდილება ახალ კლუბში? - საკმაოდ დადებითი. სავარჯიშო პირობები და გუნდში არსებული ატრმოსფერო შესანიშნავია. „პარი სენ ჟერმენმა“ უდიდესი პროგრესი განიცადა და ეს გუნდის თითოეულ ფეხბურთელს მოტივაციას აძლევს. აქ განვითარებისთვის იდეალური პირობებია“ - განაცხადა ანხელ დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ დი მარია „პარი სენ ჟერმენს“ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შეუერთდა. ფრანგულმა კლუბმა მის სანაცვლოდ ინგლისურ გრანდს 63 მილიონი ევრო გადაურიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები