Aa
Aa

„ბარსელონა“ VS „ჩელსი“ - წინასამატჩო პრესკონფერენციები

 

დღეს „კამპ ნოუზე“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.

ვალვერდე: „ეს არის გუნდი, რომელსაც გოლის გატანა ნებისმიერ დროს შუძლია. არ ვიცი როგორი ტაქტიკით ითამაშებენ ისინი, ეს დამოკიდებული იქნება მატჩის ანგარიშსა და იმაზე, თუ რომელი წუთი იქნება. ამ მომენტისთვის არსებული ანგარიში ხელს ჩვენ გვაძლევს.

ვილიანი ამჟამად კარგ ფორმაში იმყოფება. ვთვლი, რომ ის ფორმის პიკშია. ბრაზილიელს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. მან, პირველ შეხვედრაში გაგვიტანა და ამის გაკეთება დღესაც შეუძლია“.

***

სერხიო ბუსკეტსი: „ვფიქრობ, რომ მესი თავს კარგად გრძნობს. მისი მოტივაცია დიდია და ის ფიზიკურად სხვებთან შედარებით უკეთეს ფორმაშია.

ლეო აქ თავს ბედნიერად გრძნობს. ეს მისი ოჯახია. იგი იგებს ტიტულებს, ინდივიდუალურ ჯილდოებს, მას ჰყავს დიდებული თანაგუნდელები, კარგადაც უხდიან და ცხოვრობს საოცარ ქალაქში. რეალურია თუ არა მისი პრემიერ ლიგაში გადასვლა? არა, რადგან, როდესაც ასეთ პირობებს გიქმნიან და მთელი ცხოვრება აქ გაქვს გატარებული, ამ ყველაფერზე უარის თქმა შეუძლებელია“.

***

ანტონიო კონტე: „ვფიქრობ, რომ ინიესტა გენიოსია. როდესაც პირლოსა და ინიესტაზე ვსაუბრობთ, ესეგი ჩვენ საქმე გვაქვს საფეხბურთო გენიოსებთან.

ასეთი დონის შეხვედრებში სასურველია, რომ ორივე გუნდმა სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშოს და დიახ, მსურს რომ ინიესტა დღეს მოედანზე ვიხილო.

ჩვენ „ბარსას“ ფილოსოფია კარგად ვიცით და ანგარიშის მიუხედავად, შევეცებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და მათი შეცდომები გამოვიყენოთ.

„ბარსელონას“ ბურთის კონტროლი უყვარს და ისინი კვლავ ამ სტილით ითამაშებენ. ეს ყველაფერი ვიცით და ჩვენი გეგმა გვაქვს“.

***

ვილიანი: „მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან „ბარსელონას“ ბურთის კონტროლი უყვარს და ამ მხრივ მათ უპირატესობა ექნებათ. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს და იდეალურად თამაში მოგვიწევს.

როდესაც უბურთოდ ვიქნებით, დაცვაში დიდი ყურადღება გვმართებს. ჩვენს შანსს უნდა დაველოდოთ და კონტრშეტევების დროს მაქსიმალურად ზუსტები უნდა ვიყოთ.

„ბარსას“ შესანიშნვავი მოთამაშეები ჰყავს. განსაკუთრებით დიდი ხიფათი მესისგან გველის. ყველამ ვიცით, თუ რა შეუძლია მას და ამიტომ, არგენტინელს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 

P.S. ასევე იხილეთ მატჩის დეტალური განხილვა და ტაქტიკური ანალიზი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები