ბოატენგმა შვაინშტაიგერი გააკრიტიკა
Aa
Aa

ბოატენგმა შვაინშტაიგერი გააკრიტიკა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, ჟერომ ბოატენგმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ბასტიან შვაინშტაიგერი გააკრიტიკა. 27 წლის მცველმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნზე“ პოპულარული გუნდი არ არის და შვაინშტაიგერმა ეს განცხადება მისი ახალი კლუბის გულშემატკივრების გულის მოსაგებად გააკეთა.

„არ ვფიქრობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნზე“ პოპულარული გუნდია. ჩვენგან განსხვავებით ისინი ამერიკას საკმაოდ ხშირად სტუმრობენ და არ არის გასაკვირი, რომ „წითელ ეშმაკებს“ შტატებში კარგად იცნობენ. ზოგადად კი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნზე“ პოპულარული გუნდი ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, შვაინშტაიგერმა ეს განცხადება მისი ახალი კლუბის გულშემატკივრების გულის მოსაგებად გააკეთა“ - განაცხადა ჟერომ ბოატენგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები