Aa
Aa

ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ორთაბრძოლა წააგო

ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, მარტის "ჰარუ ბაშოზე", რომელიც დიდი სლემის ტურნირად ითვლება, დღეს, მე-3 მაეგაშირა ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა.

ტაკაკეიშოს მოგება-წაგებათა ბალანსი 1:2-ზე ჰქონდა, ხოლო ტოჩინოშინს 2:1-ზე. საგულისხმოა, რომ ქართველ სპორტსმენს მარჯვენა ფეხის ტრავმა აქვს და სახვევით ასპარეზობს.

სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენი დამარცხდა, რამაც ლიდერებს საგრძნობლად ჩამოაშორა და 4 დღის შედეგებით მას 2 მოგება და 2 წაგება აქვს.

ხვალ, ტურნირის მორიგ დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე, კომუსუბი იქნება, რომელმაც გამართული 4-დან, 1 ორთაბრძოლა მოიგო.

ცხელი ამბები