ყველაფერი ლეგენდარული დიდიე დროგბას შესახებ

სიახლე 13.03.2018
A+ A- 19:10

ჩელსის ყოფილმა ლეგენდამ და ორგზის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელმა გუშინ განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას წლევანდელი სეზონის ბოლოს დაასრულებს. დროგბა ამჟამად ამერიკის მეორე დივიზიონის მკვიდრ „ფინიქს რაიზინგში“ თამაშობს. „გაერთიანებული ფეხბურთის ლიგის“ სეზონის სტარტს 18 მარტს აიღებს.

ლეგენდარული კოტ დიუარელის საპატივცემულოდ გთავაზობთ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს.

ყოფილი გუნდები

დროგბამ ბავშვობის დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მიუხედავად მისი მშობლების საცხოვრებელი ადგილისა (დროგბას მშობლები კოტ დიუარში ცხოვრობდნენ), დიდიე ხშირად სტუმრობდა თავის ბიძას - მიშელ გობას, რომელიც ყოფილი ფეხბურთელი იყო.

პროფესიონალური კარიერა დროგბამ ლე მანში დაიწყო, თუმცა მანამდე დიდიე ტურკონის, აბევილის, ლევალოსის და ვანის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.

ლე მანში დროგბამ 4 წელი გაატარა, პირველი კონტრაქტი კი 21 წლის ასაკში გააფორმა. 2004 წლის ინტერვიუში დიდიე იხსენებს, რომ შვილის დაბადებამ მოტივაცია მისცა უკეთესი ფეხბურთელი გამხდარიყო და საკუთარ თავზე უფრო აქტიურად ემუშავა.

გენგამში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ კოტ დიუარელმა მარსელს მიაშურა, სადაც ერთ სეზონში 30 გოლის გატანა შეძლო. ბუნებრივია, დროგბას ასეთი თამაში საფეხბურთო აგენტებს არ გამორჩენიათ და დიდიე 2004 წელს ლონდონის ჩელსიმ გადმოიბირა. სწორედ „არისტოკრატებში“ დაიწყო მისი აღზევების ხანა.

ლონდონელების  რიგებში დროგბამ 2012 წლამდე ითამაშა და პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ 226 შეხვედრაში 100 გოლი გაიტანა. რაც შეეხება სხვა ტურნირებს, დიდიემ 115 მატჩში 57 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ ლონდონური გუნდი 157 გოლით დატოვა. თუმცა 2014-15 წლების სეზონში იგი კვლავ დაუბრუნდა ლონდონს და პრემიერი ლიგის 28 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

ჩელსიდან დროგბა 2011-12 წლების სეზონში  შანხაი შენხუაში წავიდა, სადაც მხოლოდ 6 თვე ითამაშა. ჩინეთიდან კოტ დიუარელმა თურქეთს მიაშურა და 2 წელი გალათასარაიში დაჰყო. 2015 წლიდან იგი მონრეალში მოღვაწეობდა, ხოლო 2017 წლიდან ფენიქს რაიზინგის მოთამაშე მფლობელია.

დროგბამ პირველ კლუბში 69 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. გენგამის რიგებში 49 შეხვედრაში 23 გოლის გატანა შეძლო. მარსელის შემადგენლობაში კოტ დიუარელმა 55 მატჩში 32 გოლს მოუყარა თავი. ჩელსიში 381 შეხვედრაში 164 გოლი გაიტანა, ხოლო გალაში 20. ჩინეთში ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 11 მატჩში 8-ჯერ გამოიჩინა თავი, ამერიკაში კი 41 მატჩი 23-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდი.

ტიტულები

დროგბა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი აფრიკელი ფეხბურთელია, დიდიემ ჩელსის რიგებში პრემიერ ლიგა 4-ჯერ, ლიგის თასი 3-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ქომუნითი შილდი 2-ჯერ და ასოციაციის თასი 4-ჯერ მოიგო.

გალათასარაის შემადგენლობაში დროგბა თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქეთის თასთან ერთად სუპერ თასიც მოიგო.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, დიდიე „ლიგა I“-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა 2004 წელს. 2006 და 2009 წლებში აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხოლო 2006-07 და 2009-10 წლების სეზონში პრემიერლიგაში ოქროს ბუცი მოიგო.

ოჯახური მდგომარეობა

დროგბა 2011 წელს დიაკიტე ლალაზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ, ისააკი, რომელიც 2000 წელს დაიბადა და გენგამის აკადემიაში თამაშობს, კიერანი და გოგონა იმანი.

ქველმოქმედება და პოლიტიკური კარიერა

დროგბა აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში. 2006 წელს კოტ დიუარის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დიდიემ ქვეყანაში დაპირისპირებულ ორ მხარეს მოუწოდა სამოქალაქო ომი შეეწყვიტათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღეში მონაწილეებმა იარაღი დაყარეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

დროგბა გაეროს განვითარების პროგრამის კეთილი ნების ელჩია და 2010 წელს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში ისეთ სპორტსმენებთან ერთად მოხვდა, როგორებიც მუჰამედ ალი და მაიკლ ჯორდანი არიან.

„The Didier Drogba Foundation“ 2014 წელს ფიფასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აფრიკაში ებოლას წინააღმდეგ ბრძოლაში.

"პეპსისგან" მიღებული ჰონორარი (3 მილიონი დოლარი) კი დიდიემ მთლიანად საკუთარ მშობლიურ ქალაქში - აბიჯანში, საავადმყოფოს აშენებას მოახმარა. მიუხედავად ქვეყანაში დიდი პოპულარულობისა დროგბა არ აპირებს ჟორჟ ვეას გზას გაჰყვეს და პოლიტიკისგან თავს საკმაოდ შორს იჭერს.

ბრიტანული Express-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ნეიმარი 2019-2020 წლები სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგებას გეგმავს. ყ...

პრემიერლიგის მე-3 ტურში მაურიციო სარის „ჩელსი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ლონდონელთათვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებ...

გოლის ინფორმაციით, ედენ აზარისა და მადრიდის "რეალის" საგა შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ. როგორც ცნობილი იყო, მადრიდელები 27 წლის ბელგიელის სანაცვლო...

Goal-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ იტალიელი თავკაცი მაურიციო სარი ედენ აზარის თაობაზე კვლავ ღელავს და კლუბს ბელგიელის შენარჩუნებას სთხ...

„ლონდონის ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ლონდონური დერბის წინ საკუთარ კლუბზე ისაუბრა და ედენ აზარი კიდევ ერთხელ შეაქო. იტალი...

„ბილბაო“ კეპა არისაბალაგას სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს მიღებაზე ალბათ ვერასდროს იოცნებებდა. გოლკიპერის თავდაპირველი კონტრაქტი ზაფხულის ბოლო...

„მადრიდის რეალმა“ აწ უკვე „ჩელსის“ გოლკიპერი, ტიბო კურტუა, წარადგინა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ კურტუა ლონდ...

პეპ გუარდიოლას აზრით მაურიციო სარი ლონდონის ჩელსის პრემიერლიგის ფავორიტებს შორის დააბრუნებს და ‘‘არისტოკრატები’’ ჩემპიონობისთვ...

„ჩელსის“ იტალიელი თავკაცი მაურიციო სარი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას ცდილობს. იტალიელმა სპეციალისტმა ედენ აზარის დარწმუნება შეძლო და ბელგ...

MLS-ში ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას ''სან ხოსემ'' მორიგი მატჩი დათმო. კალიფორნიაში ''ლოს ანჯელესმა'' 2:0 დაამარცხა ქართველების გუნდი. კაშიას ამჯე...

FIFA-ს ვერსიით 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა შორის კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მუჰამედ სალაჰი იმყოფებიან. ბევრისთვის მოულ...

''მანჩესტერ იუნაიტედის'' სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი 63 000 ფუნტი სტერლინგით 4 წლის დუშან ტოდოროვიჩს დაეხმარა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის. ფეხბურთე...

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგა 2-ის მე-6 ტურში ''სარაგოსა'' ''რომარედაზე'' 0:2 დამარცხა ''ლუგოსთან.'' სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორ...

დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ''რანდერსმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ვენდსისელი.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში საბა ლობჟან...

ქალაქ თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატა - 22 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი მინდორი ოფ...

19 სექტემბერს საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის სხდომა შედგა, რომელმაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის „კოლხეთი 1913&ldqu...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.  პრემიერლიგის 27-ე ტურში...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოედანს უბრუნდება. მოსკოვის ''სპარტაკის'' პრესსამსახურის ცნობით ქართველი ფეხბურთელად სრულად გამო...

"ბარსელონას" პოგბასთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს. კატალონიელები ფრანგი შუახაზელის დამატებაზე კვლავ ფიქრობენ. Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცე...

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ''მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ფეხბურთელი ჯო ბარტონი ბრაზილიელ ნეიმარს აკრიტიკებს. პსჟ-ს ვარსკვლავზე საუბრისას ბარტონი პარა...

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნ...

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნ...

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 25-ე ტურის პირველ მატჩში ფოთის ''კოლხეთმა'' ''პარკი არენაზე'' 1:0 დაამარცხა თბილისის ''ლოკომოტივი.'...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ''კრილია სოვეტოვიდან'' წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტია. გამოცდილი ფეხბურთელი  ყოფილ კლუბ თბ...

გუშინ სტარტი ევროპა ლიგის გათამაშებამ აიღო. პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ტურნირის ფავორიტებმა, "ლონდონის ჩელსიმ" და "არსენალმა" მნიშვნელოვ...

21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.წილისყრაში მონა...

ინგლისური ''მანჩესტერ სიტის'' არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. 30 წლის სამხრეთამერიკელი ''...

რეკომენდებული სიახლეები
სეზონის მე-5 ტურნირზე "აკი ბაშოზე" მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ მე-4 მაეგაშირა აბი შიტატენაგეს ილეთით დაამარცხა. ...
22.09.2018
ქართველმა ძალოსანმა, რეკორდსმენმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა. ქართველმა გოლიათმა აკვრაში 264 კგ. ასწია და ა...
22.09.2018
სეზონის მე-5 ტურნირზე "აკი ბაშოზე" ტოშინოშინმა გათამაშების დასკვნითი ორთაბრძოლა იაპონელი ოძეკის ტაკაიასუს წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად ოკურ...
23.09.2018
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნ...
22.09.2018
"ბარსელონას" პოგბასთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს. კატალონიელები ფრანგი შუახაზელის დამატებაზე კვლავ ფიქრობენ. Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცე...
22.09.2018
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-9 ტურში გდინიას ''არკამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა პოზნანის ''ლეხი.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ნ...
22.09.2018
საქართველოს ნაკრების ლიდერის თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი გამართა და ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში "ბარსელონა...
22.09.2018
გადაჭედილ "უემბლიზე" დიდი ჯახი შედგა - ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ენტონი ჯოშუამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 4 ვერსით (IBO, WBA, IBF, WBO) შეინარჩუნა ...
23.09.2018
დანიის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ''რანდერსმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ვენდსისელი.'' გამარჯვებულთა შემადგენლობაში საბა ლობჟან...
22.09.2018
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოედანს უბრუნდება. მოსკოვის ''სპარტაკის'' პრესსამსახურის ცნობით ქართველი ფეხბურთელად სრულად გამო...
22.09.2018
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ''მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ფეხბურთელი ჯო ბარტონი ბრაზილიელ ნეიმარს აკრიტიკებს. პსჟ-ს ვარსკვლავზე საუბრისას ბარტონი პარა...
22.09.2018
უკანასკნელი სიახლეები